The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე თავდგირიძე

ალექსანდრე თავდგირიძე
დაბადების თარიღი:5 ივლისი, 1889  (135 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნიქოზი, გორის რაიონი.

სცენაზე პირველად გამოვიდა 1909 წელს, ს. ივანიძის ხელმძღვანელობით დადგმულ სპექტაკლში, ასრულებდა ნიკო ბერდიაშვილის როლს. 1909-1915 წლებში მუშაობდა ავლაბრის სახალხო თეატრში, 1915-1926 წლებში იყო სახალხო სახლის მსახიობი, 1924-1925 წლებში ხელმძღვანელობდა ტრამვაის მუშათა კლუბის დრამწრეს, შესრულებული აქვს შემდეგი როლები: დათო ("ღალატი"), ლევან ხიმშიაშვილი ("სამშობლო"), პერტი ("იმედის" დაღუპვა"), მილოვზოროვი ("უდანაშაულოდ დასჯილნი") და სხვ. კინოში შესრულებული აქვს პოლისმენის როლი ფილმში "ვინ არის დამნაშავე". საზოგადოებრივ-სამეურნეო სამუშაოზე გადასვლის გამო სცენას ჩამოშორდა, იყო საქართველოს კომუნალური მეურნეობის კავშირის თავმჯდომარე. სცენის მოყვარული, სახალხო თეატრის მოღვაწე.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.251


გააზიარე: