The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე მორბედაძე

კონსტანტინე მორბედაძე
დაბადების თარიღი:23 ოქტომბერი, 1957
გარდაცვ. თარიღი:2014  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1981 წელს.

1981-2001წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" წამყვან სპეციალისტად; 2001-2003წწ. ქ. თბილისის მერიის დაგეგმარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილედ; 2003-2014წწ. იყო შპს "არქიტექტურა, კონსტრუქციები"-ს წამყვანი არქიტექტორი და დამფუძნებელი; 2008-2014წწ. ინდმეწარმე "კონსტანტინე მორბედაძე"-ს ხელმძღვანელი და ეწეოდა კერზო სამეწარმეო საქმიანობას ინდმეწარმის სტატუსით; ავტორია 60-მდე ინდივიდუალური პროექტის; რეალიზებული პროექტებიდან აღსანიშნავია: სიონის საკათედრო ტაძრის მთავარი კენკელი, საცხოვრებელი კომპლექსი იყალთოს მთაზე ქ. თბილისში საქართველოს არქიტექტორთა კავშირის დასასვენებელი სახლი (ინტერიერები) ქ. გაგრაში, სასტუმრო "ვერე პალასი", საცხოვრებელი სახლი ქეთევან წამებულის გამზირზე, "ნავთობკორპორაციის" შენობის რეკონსტრუქცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შენობის რეკონსტრუქცია, დედა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი სოფ. ხვანჭკარაში, საცხოვრებელი სახლი შატბერაშვილის ქუჩაზე, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ი. ჭავჭავაძის გამზირზე, სასტუმრო კომპლექსი "დიდველი" დ. ბაკურიანში, საოფისე და საცხოვრებელი კომპლექსი ქეთევან წამებულის გამზირზე, საცურაო აუზი და საცხოვრებელი კომპლექსი კრწანისში და სხვა; მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და არქიტექტურულ კონკურსებში; მისმა სადიპლომო ნაშრომმა "მთაწმინდის პლატოს რეკონსტრუქცია და განაშენიანება", მოიპოვა პირველი პრემია, არქიტექტურული სკოლების სადიპლომო პროექტების საკავშირო დათვალიერებაზე ქ. ირკუტსკში, სამების საკათედრო ტაძრის პროექტების კონკურსში მისმა ნაშრომმა მიიღო მეორე პრემია, მეცნიერებათა აკადემიის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების კონკურსში კი პირველი პრემია დაიმსახურა; აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული იმერეთის რეგიონში, მიწისძვრისგან დაზარალებული საცხოვრებელი სახლებისა და სხვა შენობა-ნაგებობების აღდგენითი სამუშაოების პროექტირებაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 203-204


გააზიარე: