შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოე თევზაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გომი, სამტრედიის რაიონი. 1930 წელს დაინიშნა ქუთაისის საგრენაჟო ქარხნის დირექტორად. მუშაობდა აბრეშუმის გრენის მაღალხარისხოვნად დამზადებისათვის; საგრენაჟო ქარხნებში არსებული პრიმიტიული ინვენტარის რეკონსტრუქციისათვის, რაც საჭირო და აუცილებელი იყო ჰიბრიდული გრენის ფართოდ გასავრცელებლად. გამოიგონა სპეციალური ინვენტარი ჰიბრიდული თესლის დასამზადებლად, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იყო უფრო მაღალხარისხოვანი აბრეშუმის თესლის დამზადება. გამომგონებლობისა და საფეიქრო მრეწველობაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებული იყო ვერცხლის მედლით და წარჩინებულის ნიშნით. ნოე თევზაძის გამოგონება მეაბრეშუმების დარგში აღიარებულია ფართო მნიშვნელობის გამოგონებად და ცნობილია "თევზაძის სისტემის" სახელით. მეაბრეშუმეობის დარგის დამსახურებული მუშაკი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.291
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |