The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მაქსიმე ქალდანი

მაქსიმე ქალდანი
Date of birth:1913
Date of death:1981  (at 68 years)
Category:Ethnologist, Linguist, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი თავრალი, მესტიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის პედაგოგიური სასწავლებელი 1932 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი - 1939 წელს.

1932-1934წწ. მუშაობდა მასწავლებლად სოფელ ბაკურციხის დაწყებით სკოლაში; 1939-1948წწ. მუშაობდა ზემო სვანეთის სკოლებში; 1948 წელს მიიღეს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1954 წელს დაიცვა დისერტაცია ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად და 1956 წელს აირჩიეს უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1969 წელს მოიპოვა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. მისი მეცნიერული კვლევის სფერო მოიცავდა ქართველური ენების ისტორიულ-შედარებით შესწავლას, განსაკუთრებით კი სვანურის ფონეტიკური სისტემის, გრამატიკული სტრუქტურის, ლექსიკისა და ტოპონიმიკის საკითხებს. ამ დარგში კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, როგორც ძველი ქართული ქართული ენის პროფესორი. დაბეჭდა 40-მდე გამოკვლევა, აქედან ერთი მონოგრაფია "სვანური ენის ფონეტიკა, უმლაუტის სისტემა სვანურში", უმაღლესი სასწავლებლების სახელმძღვანელო (ა. შანიძესთან და ზ. ჭუმბურიძესთან თანაავტორობით); აქტიური მონაწილეობა მიიღო ა. შანიძისა და ვ. თოფურიას მიერ დაარსებული სერიის – სვანური ტექსტების შეკრებისა და გამოცემის საქმეში: გამოიცა ამ სერიის სამი ტომი (ბალსქვემოური, ლაშხური და ლენტეხური კილოების მასალები 1967-1979წწ.). მან გარკვეული წვლილი შეიტანა აკად. ვ. თოფურიას მეცნიერული მემკვიდრეობის შესწავლაში: გამოსცა ა. დავითიანის მიერ შეკრებილი სვანური ანდაზები, რედაქცია გაუკეთა რამდენიმე ისტორიულ- ფილოლოგიური ხასიათის გამოკვლევას; იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი სპეციალიზებული საბჭოს წევრი. ქართველოლოგი, საქართველოს მთიანეთის ეთნოგრაფიული ყოფის, ფოლკლორის მკვლევარი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი.

წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.493-494; ენათმეცნიერების ინსტიტუტი: ice.ge სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.370

Bibliography


Share: