The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გია ნამგალაძე

გია ნამგალაძე
დაბადების თარიღი:1 მაისი, 1942  (82 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კვაცხუთი, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაცია 1963 წელს.

1959-1963წწ. ინსტიტუტში სწავლის პარალელურად მუშაობდა სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს მუშად, გვირაბგამყვანად, ელექტროზეინკლად; 1963 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სახელშეკრულებლო თემის ლაბორანტად; 1965 წლიდან იყო №9 კათედრის დარგობრივი ლაბორატორიის უფროსი ლაბორანტი; 1968 წლიდან უმცროსი მეცნიერ-მუშაკი; 1973-1985წწ. არჩეულ იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გაერთიანებული პროგრამის თავმჯდომარის მოადგილედ და ქ. თბილისის ლენინის სახელობის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ; 1986 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო ნაწილის საწარმოში განყოფილების გამგის მოადგილედ; 1994 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; მინიჭებული აქვს ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომის მექანიზმების თეორიასა და მანქანათა ნაწილებში, 1 ნაშრომის ტექნიკის ისტორიაში და 1 გამოგონების.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 208-209

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: