შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ომიაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი იანეთი, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი, გზათა მიმოსვლის ფაკულტეტი, ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით 1959 წელს. 1959-1967წწ. მუშაობდა თბილისის №3 ღვინის ქარხნის მშენებლობის მშენებელ-ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1967-1972წწ. "თბილმშენის" №3 ტრესტის სხვადასხვა სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს მთავარ ინჟინრად და უფროსად; 1972-1975წწ. თბილისის "დინამოს" სტადიონისა და თბილისის ენგურჰესის მშენებლობის სამმართველოს საცხოვრებელი სახლების მშენებლობის უბნის უფროსად; 1975 წლიდან იყო "საქჰიდროენერგომშენის" ტრესტის ენგურჰესის მშენებლობის სამოქალაქო და საბინაო სამმართველოს უფროსი; ჰქონდა მიღებული უშუალო მონაწილეობა ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, ქ. სოხუმსა და სხვა დასახლებებში მრავალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში ენგურჰესის მუშა-მოსამსახურეებისათვის. დაჯილდოებული იყო ორდენებითა და საპატიო სიგელებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 214 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |