Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ ანდრეევი![]()
Biographyსაქართველოს ჰიდროენერგეტიკის განვითარების ერთ-ერთი პიონერთაგანი; 1908 წელს შეადგინა ჰესის სქემა მდ. არაგვზე ქ. თბილისის ელექტრომომარაგებისა და სასმელი წყლით უზრუნველყოფისათვის; 1909 წელს დაამუშავა მდ. რიონზე ჰესის სქემა ქ. ქუთაისის ელექტრომომარაგებისა და სასმელი წყლით უზრუნველყოფისათვის; 1911 წელს დაამუშავა მდ. მტკვარზე რკინიგზის სადგურ კავთისხევთან 3 ათას კილოვატ სიმძლავრის ჰესის პროექტი; 1913 წელს წარმოადგინა მდ. ხრამზე სოფ. არახლოსთან ჰესის აგების დეტალური პროექტი; 1921-1922წწ. დამუშავდა მდ. ხრამის ზედა დინებაში 10 ათასი ცხენის ძალის სიმძლავრის ჰესის აგების სქემა და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება; 1922 წელს შედიოდა ზაჰესის საექსპლუატაციო კომისიის შემადგენლობაში; მონაწილეობა აქვს მიღებული ტყიბულის რაიონისა და რიწეულას ჰესების სქემების დამუშავებაში; შეასრულა მდინარე რიონზე სოფ. ჟონეთთნ ჰესის მშენებლობის სქემა; 1932 წელს დაამუშავა მდ. მტკვარზე ჰესის პროექტი 26 ათასი კვტ. და გადამუშავებით 100 მლნ. კვტ. სთ.; 1934 წელს გამოაქვეყნა მდ. მტკვარზე ჰესების მშენებლობის შესახებ; 1926 წელს მუშაობდა სოხუმჰესის დაპროექტებაზე. მისი სქემა ითვალისწინებდა 14 ათასი ცხენის ძალის სიმძლავრის ჰესის აგებას, შემდგომ წლებში სოხუმჰესი აგებული იქნა მის მიერ შემოთავაზებული სქემის შესაბამისად. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2010.- გვ.14-15
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |