შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გია არაბიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1973 წელს. 1972-1973წწ. მუშაობდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თბოელექტროცენტრალში ცვლის უფროსად; 1973 წლიდან ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას: 1973-1998წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეორიული და ზოგადი თბოტექნიკის და თბოენერგეტიკული დანადგარების კათედრაზე ლაბორატორიის გამგედ, ასისტენტად; 1998-2005წწ. ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2005 წლიდან ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანი; თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კომპანიებთან და ინვესტორებთან. მისი მონაწილეობით ქ. თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში განხორციელდა ენერგოეფექტურობის საპილოტო პროექტები, დაინერგა ენერგოდამზოგი ტექნოლოგიები საყოფაცხოვრებო, სასწავლო-საგანმანათლებლო, სამედიცინო, კომერციულ და სამრეწველო სექტორებში; მონაწილეობს საერთაშორისო-სამეცნიერო და საერთაშორისო-საგანმანათლებლო პროექტებში, როგორებიცაა ხელშემწყობი გარემოს შექმნა ქვეყანაში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შემოსატანად და შესაბამისი პროექტების განსახორციელებლად. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიტატი (1987), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2004), დოცენტი (1987), პროფესორი (2004). სერთიფიცირებული ენერგომენეჯერი. 100-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი, მათ შორის 12 სახელმძღვანელო და 3 მონოგრაფია. 2005 მწელს მიღებული აქვს საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრემია სახელმძღვანელოსთვის - "საქვაბე დანადგარები" (ერთობლივი გამარჯვება). წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.16-17 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |