შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ამყოლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ცუცხვათი, ტყიბულის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის სამთო ტექნიკუმი 1960 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1976 წელს. 1963-1965წწ. მუშაობდა თბილისის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა და ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ინჟინრად; 1965-1967წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ელექტრონიკის, ავტომატიკისა და ტელემექანიკის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1967-1971წწ. გეოფიზიკის ინსტიტუტში; 1972-1978წწ. საკავშირო ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტის" საქართველოს განყოფილებაში ენერგო სისტემის მართვის ავტომატიზირებული სისტემის კვლევისა და დამუშავების განყოფილების უფროსად, პროექტის მთავარ ინჟინრად; 1978 წლიდან ლექციებს კითხულობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში: 1978 წელს დოცენტი, პროფესორი; 1979-1985წწ. ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1991-1991წწ. ენერგეტიკისა და ტრანსპორტის ეკონომიკის, ორგანიზაციისა და მართვის კათედრის გამგე; 1991-1997წწ. ქ. ქუთაისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტის რექტორი. მისი ხელმძღვანელობით პირველად დამუშავდა "საქენერგოს" მართვის ავტომატიზირებული სისტემებისა და გამოთვლითი ცენტრის სქემა-პროექტი, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 1976 წელს. გამოქვეყნებული აქვს 75 სამეცნიერო ნაშრომი, 12 სახელმძღვანელო და დამხმარე სახელმძღვანელო. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.14-15 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |