შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ სეფერთელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიზაციისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1966 წელს; ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1972 წელს. 1972-1974წწ. მუშაობდა ქ. თბილისის კომუნალური სამსახურების გაერთიანების თბომეურნეობის სამმართველოს საიზოლაციო სამსახურის უფროსად; 1976-1978წწ. საქართველოს პროფესიული კავშირების კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს მშენებარე ობიექტების დირექციის დირექტორის მოადგილედ; 1978-1984წწ. იყო მცხეთა-მთიანეთის მხარის საშენ მასალათა გაერთიანების დირექტორი; 1984-1991წწ. რესპუბლიკური გაერთიანება "საქრეკლამის" გენერალური დირექტორი; 1991 წელს დაინიშნა საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილედ; 1994-1996წწ. იყო საქართველოს საზღვარგარეთთან კულტურული ურთიერთობების საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1996-2006წწ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2011 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველია; პროფესიული საქმიანობის პარალელურად მოღვაწეობას ეწეოდა მუსიკალური ხელოვნების სფეროში, ჯერ კიდევ ინსტიტუტში სწავლის პერიოდში მ. თავართქილაძესთან და დ. აბესაძესთან ერთად ჩამოაყალიბა ვოკალური ანსამბლი "ცისფერი ტრიო". წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 230 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |