შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი სიხარულიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მახარაძე (ქ. ოზურგეთი). დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1961 წელს. 1961-1969წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის დაქვემდებარებაში არსებულ სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ინჟმშენის" №1 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1969-1975წწ. მუშაობდა ქ. თბილისის ოქტომბრის (ჩუღურეთის) სახელობის რაისაბჭოს აღმასკომის კეთილმოწყობის განყოფილების მთავარ ინჟინრად; 1971 წლიდან გადაყვანილ იქნა ამავე რაიონის საბინაო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, შემდეგ კი საბინაო სამმართველოს უფროსად; 1975-1985წწ. მუშაობდა კვების მრეწველობის სამინისტროს კაპიტალური მშენებლობისა და დაპროექტების განყოფილების უფროსის მოადგილედ; შემდეგ იყო ამავე სამმართველოს საგეგმო-ეკონომიკური განყოფილების უფროსი; 1977 წლიდან მუშაობდა ამავე სამინისტროს საწარმოო გაერთიანება "საქკონსერმრეწვის" კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსად; 1986-1988წწ. იყო საქართველოს სსრ სახელმწიფო აგროსამრეწველო კომიტეტის კაპიტალური მშენებლობისა და რეკონსტრუქციის მთავარი სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ასევე ამავე სამმართველოს მშენებლობისა და "მშენინდუსტრიის" საწარმოო განყოფილების უფროსი; 1988 წლიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს საწარმოო გაერთიანება "საქაგრომრეწვის" მშენებარე საწარმოთა გაერთიანებულ დირექციაში საგეგმო-საწარმოო განყოფილების უფროსად, სადაც მუშაობდა 1997 წლამდე; 1998-2012წწ. მუშაობდა ს.ს. "გლობალ ერთში" სამეურნეო სამსახურის სპეციალისტად; იყო ქ. თბილისის ოქტომბრის სახელობის რაიონული საბჭოს ორი მოწვევის დეპუტატი; დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს კვების მრეწველობისა და აგროსამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 231-232
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |