შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ სუხიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1951 წელს. 1951 წელს შრომითი საქმიანობა დაიწყო სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ საპროექტო ინსტიტუტ "ჰიდროენერგოპროექტი"-ს თბილისის ფილიალში, პერსპექტიული პროექტირების განყოფილებაში ინჟინერ დამპროექტებლად; 1958 წელს მუშაობდა "ენგურჰესის" მშენებლობის პროექტზე მომუშავე საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელად; მონაწილეობდა მდ. რიონის ენერგეტიკულად გამოყენების პროექტის შედგენაში, ასევე "ლაჯანურჰესის", "ნამახვანჰესის" და "თბილსრესი"-ს დაპროექტებაში; 1968 წელს დაინიშნა მდ. კოდორის ენერგეტიკულად გამოყენების პროექტის მთავარ ინჟინრად, აღნიშნული პროექტი წარმოდგენილ იქნა განსახილველად შესაბამის ინსტანციებში და მაღალი შეფასება მიიღო; დაჯილდოებულია სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს "საპატიო სიგელით" და სხვა საუწყებო ჯილდოებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 237-238
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |