შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვიტალი ფრანგიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურული ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1970 წელს. 1970-1978წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" არქიტექტორად, ჯგუფის ხელმძღვანელად, პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1979-1997წწ. მუშაობდა ქ. მოსკოვში, იყო შპს "ტარდვა"-ს დირექტორი, ეწეოდა კერძო სამეწარმეო საქმიანობას სამშენებლო სფეროში, იყო მის მიერ დაფუძნებული საპროექტო ბიუროს ხელმძღვანელი; 1998-2006წწ. იყო ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის არქიტექტურულ გეგმარებითი დავალების ჯგუფის ხელმძღვანელი; 2007-2012წწ. იყო საკონსულტაციო ცენტრ "გეოგრაფიკის" ურბანისტი; 2012-2013წწ. არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიული მოძრაობა საქართველოში"-ს ექსპერტი, ასევე ქ. რუსთავისა და ქ. ფოთის ურბანული განვითარების სტრატეგიული გენგეგმის თანაავტორი; 2013-2014წწ. მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციების "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი"-ს და მდგრადი განვითარების ცენტრი "რემისის" ექსპერტად; ასევე იყო ქ. ბათუმის ურბანული განვითარების სტრატეგიული გეგმისა და ისტორიული ზონის განვითარების კონცეფციის ავტორი; 2015 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგია; ავტორია ურბანული პროექტების: ქ. მცხეთის დატალური დაგეგმარების გეგმის (1974-1975), ქალაქების: ბათუმის, სიღნაღის, ხაშურის, დუშეთის, ზუგდიდის, სამტრედიის, მარნეულის, ჩოხატაურის, ცაგერისა და ამბროლაურის განვითარების გენერალური გეგმების (1977-2007); თანაავტორია: საქართველოს განსახლების რეგიონული საქმის (1979), ძველი და ახალი გუდაურის, უძოს სპორტულ-სარეკრიაციო კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმების, კურორტ გოდერძისა და ჰაწვალის განაშენიანების გენერალური გენგეგმების, მესტიის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის და სხვა; მონაწილეობა აქვს მიღებული არქიტექტორულ კონკურსებში, კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. წყარო:საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 246 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |