Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თემურ რევიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. აბაშა. დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი სუბტროპიკული კულტურების ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1973 წელს. 1973-1979წწ. - სამეცნიერო-კვლევითი და პედაგოფიურ საქმიანობა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში, სუბტროპიკული კულტურების ტექნოლოგიის კათედრაზე (ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი, უფროსი მეცნიერი თანამშრომლი, ლექტორი); 1974-1975წწ. შეიარაღებულ ძალებში სამსახური; 1979-1981წწ. ჩაის მრეწველობის ყოფილი საკავშირო სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების ზუგდიდის ჩაის ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომლი; 1982-1988წწ. ამავე სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების ფერმენტული პრეპარატების გამოყენების და ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1988-1991წწ. ორი ყოფილი საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების - ჩაის და სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის სამეცნიეო-საწარმოო გაერთიანებების შერწყმის შედეგად ახლად შექმნილი ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის სამეცნიეო - საწარმოო გაერთიანების გენერალური დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1992-2005წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკდემიის ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო - საწარმოო გაერთიანების გენერალური დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; ამავდროულად, 1996-2005წწ. სამეცნიერო - საწარმოო გაერთიანებასთან არსებულ სოფლის მეურნეობის პროდუქტების სერტიფიკაციის ორგანოს ხელმძღვანელი; 2006-2010წწ. სსიპ - ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორი; 2011 წლიდან ა(ა)იპ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორი და ამავდროულად ინსტიტუტის საინჟინრო - ტექნოლოგიურ ლაბორატორიას და აგრარულ უნივერსიტეტთან არსებული საქართველოს სასოფლო - სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის ამაღლების პროექტის (USAID/REAP) ფარგლებში მოქმედი ლაბორატორიის შპს "აგროფარმ +"-ის ხელმძღვანელი; 1992-2006წწ. ოზურგეთის ბუნებათსარგებლობის სასწავლო ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვის და გადამუშავების კათედრის გამგე და მიმართულების ხელმძღვანლი; შეიმუშავა ჩაის წარმოების მცირე ნარჩენიანი კომპლექსური ტექნოლოგია, რომელიც ეფუძნება ჩაის ფოთლის ღრმა და ინტენსიურ დამუშავებას თანამედროვე ფიზიკურ - მექანიკური და ბიოტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებით, იგი მოიცავს: ნედლეულის განსაკუთრებით მაღალკონდიციური შემადგენელიდან სპეციალიზებული და მაღალხარისხოვანი ტრადიციული ბაიხის ჩაის წარმოებას, დანარჩენი კომპონენტებიდან წვრილი, წვრილდისპერსული და გრანულირებული შავი და მწვანე ჩაის გამომუშავებას; ავტორია 196 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 52 გამოგონება და პატენტი; საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობა: ტექნიკური დახმარების პროგრამა (ვიეტნამი) – "ჩაის მრეწველობის სამეცნიერო უზრუნველყოფა", მიმართულების ხელძღვანელი (1983-1984); "ნოუ ჰაუ ფონდი (დიდი ბრიტანეთ) – "საქართველოს ჩაის მრეწველობის ქმედითუნარიანობის შეფასება", მეცნიერი კონსულტანტი (1995); მსოფლიო ბანკის პროექტი - "ქართული ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა", სპეციალიზებული ჩაის წარმოების შესაძლებლობის შესწავლა" მიმართულების მეცნიერი კონსულტანტი (2003 -2005); კომპანია "ასტარა ჩაი" (აზერბაიჯანი ) - "ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა", მეცნიერი კონსულტანტი (2010-2016); ევროპული ასოციაცია "ჩაი გამოზრდილი ევროპაში" (საფრანგეთი) კონსულტანტი (2018-2022). მიღებული აქვს საქართველოს მთავრობის პირველი პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (1985). ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1979), ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2006). Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |