The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგი ახალკაცი

ვახტანგი ახალკაცი
დაბადების თარიღი:1928
გარდაცვ. თარიღი:1994  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკური ფაკულტეტი 1952 წელს.

სწავლის პარალელურად მუშაობდა: "თელასში" დისპეჩერის თანაშემწედ; "თბილჰიდროენერგოპროექტში" ინჟინერ-დამპროექტემბლად; 1952-1955წწ. მონაწილეობდა ორთაჭალისა და შაორის ჰესების გაშვებაში; 1955 წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში მშენებარე ბირთვული რეაქტორის წამყვან ინჟინრად; 1959  წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ელექტრონიკის ავტომატიკისა და ტელემექანიკის ინსტიტუტში ელექტრონიკის განყოფილრბის წამყვანი ინჟინერი; 1962 წელს სტაბილური იზოტოპების ქარხნის ავტომატიზაციასთან დაკავშირებული პროექტების მთავარი ინჟინერი; 1965 წლიდან მუშაობდა ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში: 1965-1971წწ. ელექტროენერგეტიკის განყოფილების გამგე; 1971-1976წწ. ლაბორატორიის გამგე; 1980 წელს მონაწილეობდა საბჭოთა კავშირ-პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის ერთობლივი სამუშაოს "კრიორეზისტული კაბელის მოდელის მახასიათებლების კვლევა" შესრულებაში; 1981 წელს ხელმძღვანელობდა კრიოენერგეტიკულ ლაბორატორიას. არის 51 გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორი, მათ შორის 10 საავტორო მოწმობის. დაჯილდოებული იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიტატი (1976).

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 25-26

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს სსრ დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: