შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პატრი დონ დიმიტრი თუმანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, სარატოვის კათოლიკეთა სასწავლებელში; დაამთავრა რომის კათოლიკეთა პროპაგანდის სკოლა. 1873 წელს აკურთხეს პატრად, მალევე აიყვანეს დეკანოზის ხარისხში. საქართველოში დაბრუნებისთანავე შეუდგა მოღვაწეობას ქართველ კათოლიკეთა საკეთილღეოდ - ქადაგებდა ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტებას, სამშობლოს კეთილდღეობაზე ზრუნვას, ქართულ ენაზე სწავლას და სხვ. ქუთაისში, კათოლიკურ ეკლესიასთან დააარსა სკოლა, რომლის შენობაც თავისი სახსრებით ააგო. შემდეგ ქუთაისიდან ოდესაში გადაიყვანეს საღვთო სჯულის მასწავლებლად, 1879 წელს დაბრუნდა თბილისში. პატრი დონ დიმიტრი თუმანიშვილი დაპირისპირებული იყო იმ კათოლიკე პატრებთან, რომლებიც ანგარების მიზნით და პირადი ინტერესების გამო უარყოფდნენ ქართულ ენაზე ქადაგებასა და სწავლას, რისთვისაც იგი 1887 წელს ისევ ოდესაში გააგზავნეს. მისი თაოსნობით ქართველ კათოლიკეთა მოსწავლეებისათვის გროვდებოდა ფულადი სახსრები, მან შეადგინა ქართული კატეხიზმო, რისთვისაც სომეხი კათოლიკეები დევნიდნენ; საკუთარი ხარჯით რუსულ ენაზე გამოსცა საეკლესიო ლიტერატურა და რელიგიური სახელმძღვანელოები. გარდაიცვალა ოდესაში. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.29-30გვ. (dspace.gela.org.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |