შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილი ქუმსიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკა-ტელემექანიკის ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაცია 1991 წელს. 1985-1989წწ. მუშაობდა ქ. თბილისის №86 საბინაო-საექსპლუატაციო უბნის ჯერ მთავარ ინჟინრად, შემდეგ უფროსად; 1989-1991წწ. მუშაობდა შპს "ავტოხიდმშენის" სამუშაოთა მწარმოებლად; 1991-1995წწ. მრავალდარგოვანი ფირმა "ხიდის" დირექტორად; 1996-2002წწ. იყო შპს "ერკოტას" მთავარი ინჟინერი; 2003-2011წწ. სამშენებლო კომპანია "მოდულის" მთავარი ინჟინერი, დირექტორის მოადგილე და დირექტორი; 2012 წლიდან მუშაობს სამშენებლო კომპანია "ანაგის" ზონალური სამშენებლო წარმოების ხელმძღვანელად (მშენებლობის უფროსად); მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით სამშენებლო კომპანია "ანაგში" მუშაობის პერიოდში აშენდა ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორებიცაა: მრავალფუნქციური კომპლექსი გ. კარტოზიას ქუჩაზე, 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მრავალფუნქციური კომპლექსი თამარაშვილის ქუჩაზე ქ. თბილისში და სხვა; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 255
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |