The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე მჭედლიშვილი

ალექსანდრე მჭედლიშვილი
დაბადების თარიღი:28 თებერვალი, 1905
გარდაცვ. თარიღი:16 მაისი, 1927  (22 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:  სიღნაღის მაზრის სოფელი ქოდალო.

დაამთავრა ტფილისის ქართული გიმნაზია.

1922 წლიდან მსახურობდა წითელ არმიაში; სწავლობდა გაერთიანებულ სამხედრო სკოლაში. იყო კომკავშირის წევრი 1922 წლიდან. 1926 წლისათვის სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; პარალელურად იყო საარტილერიო ათეულის უფროსი კურსანტთა გაერთიანებულ ქართულ სკოლაში. საქართველოს სსრ სახელმწიფო პოლიტიკურმა სამმართველომ ("გეპეუ") იგი დააპატიმრა 1927 წლის 7 იანვარს, სამხედრო სკოლაში "ახალგაზრდა მარქსისტთა" არალეგალური წრის ორგანიზების, ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდის, 1924 წლის აჯანყებისას დახვრეტილთა ოჯახების დასახმარებლად შემოწირულობების შეგროვების და არალეგალური ლიტერატურის გავრცელების ბრალდებით. საქართველოს სსრ სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს კოლეგიამ 1927 წლის 16 მაისს ალექსანდრე მჭედლიშვილის დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 25 მაისს.

წყარო: საზოგადოებრივი არქივი: archive.ge


გააზიარე: