The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოგოლა მარგველაშვილი

გოგოლა მარგველაშვილი
დაბადების თარიღი:22 სექტემბერი, 1939  (85 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 

დაამთავრა  საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სუბტროპიკული მეურნეობის ფაკულტეტი, კვალიფიკაცია: სწავლული აგრონომი, 1962 წელს.

1963-1966წწ. იყო ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის იმერეთის საყრდენი პუნქტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1966-1969წწ. - ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი; 1970 წელს დაიცვა დისერტაცია სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად "აგროქიმიის" სპეციალობით; 1971-1978წწ. - აგროქიმიური მომსახურების ცენტრალური ინსტიტუტის თბილისის ფილიალის "ნიადაგის ანალიზების" ლაბორატორიის გამგე; 1989 წელს დაიცვა დისერტაცია სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად - "აგროქიმიის"- სპეციალობით; 1990 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 1978-1993წწ. იყო მ. საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტის მაკროელემენტების განყოფილების გამგე; 1993-2005წწ. - დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 2005-2007წწ. - ამავე ინსტიტუტის დირექტორი. 2010  წლიდან არის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, პრეზიდიუმის წევრი; ეროვნული კოორდინატორი და ექსპერტი აგროქიმიისა და ნიადაგმცოდნეობის დარგში. მისი ხელმძღვანელობით მომზადებულია 17 მეცნიერებათა კანდიდატი და 4 მეცნიერებათა დოქტორი. საქართველოს ისტორიაში ქალბატონი გოგოლა ერთადერთი ქართველი აკადემიკოსი  ქალია აგროქიმიის სპეციალობით. იგი ითვლება აღმოსავლეთ საქართველოს ძირითადი ტიპის ნიადაგებში ფოსფორიანი სასუქების ეფექტური გამოყენების თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების დამუშავების ქართული სამეცნიერო სკოლის ხელმძღვანელად. მუშაობს ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების, მცენარის კვების გაუმჯობესების და სასუქების სწორად გამოყენების თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებზე, რომელთა მიზანია მაღალი და მყარი მოსავლის მოიღება პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებით და გარემოს დაბინძურებისაგან დაცვის გათვალისწინებით. შემუშავებულია მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციები აზოტის, ფოსფორის და კალიუმის ბალანსის გასაუმჯობესებლად საქართველოს მიწათმოქმედებაში. 155 პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის, 2 მონოგრაფია, 5 სახელმძღვანელო. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი (1990), აკადემიკოსი.

წყარო: ქეთევან ჭიპაშვილის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.528

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1995-)
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1993-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ღირსების ორდენი
  • 1989 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1976 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: