შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გენადი ჩიქვანაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა ქ. მოსკოვის წყალთამეურნეობის საინჟინრო ინსტიტუტის ჰიდროტექნიკური ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაცია 1959 წელს. 1959 წელს მუშაობა დაიწყო სამშენებლო ტრესტ "კოლხიდმშენის" სისტემაში, აფხაზეთის სამშენებლო სამმართველოს მშენებელ ოსტატად, შემდეგ მუშაობდა სსრკ საშუალო მანქანათმშენებლობის სამინისტროს ს/ყ №0908 ქ. სოხუმის სამშენებლო სამმართველოს ინჟინრად; 1970-1976წწ. მუშაობდა სოხუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსად და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს კაპიტალური მშენებლობის განყოფილების გამგედ; 1977-1985წწ. მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პარტიულ და საბჭოთა ორგანოებში; იყო საქართველოს კპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის კაპიტალური მშენებლობის განყოფილების გამგე და სოხუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე, შემდეგ პირველი მოადგილე; 1985 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოში, სადაც მუშაობდა ჯერ მთავარ ინჟინრად, შემდეგ სამმართველოს უფროსად; 1992-1993წწ. აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა რუსეთის ფედერაციის ტვერის ოლქში, სადაც 1994 წლიდან მუშაობდა ხე-ტყის გადამამუშავებელი სააქციო საზოგადოების დირექტორად; დიდი წვლილი მიუძღვის, 1977-1992წწ. პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამშენებლო სფეროს განვითარების საქმეში; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, განხორციელდა მრავალი სამრეწველო, კულტურულ-საგანმანათლებლო, კომუნალური მეორნეობისა და სხვა ინფრასტრუქტურული დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობა; მრავალწლიანი წარმატებული შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული ჰქონდა სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები, მათ შორის: აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის "საპატიო სიგელი", აფხაზეთის დამსახურებული ინჟინრის წოდება. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 280-281 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |