შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანზორ ჩიქობავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამთოსაწარმოთა მშენებლობის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1960 წელს. 1960-1963წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქგიპროშახტში" უფროს ინჟინრად; 1964 წელს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტში" უფროს ინჟინრად; 1965-1971წწ. მუშაობდა ქ. თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით, ტიპური და ექსპერიმენტალური პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიეპი") - უფროს ინჟინრად, ექსპერიმენტული პროექტირების ჯგუფში, შემდეგ ჯგუფის ხელმძღვანელად და პროექტის მთავარ კონსტრუქტორად არქიტექტურულ სახელოსნოში; 1972-1975წწ. მივლინებული იყო ირანის რესპუბლიკაში ქ. თეირანის ქალაქმშენებლობის ჯგუფში, საბჭოთა კავშირის სპეციალისტებთან ერთად; 1975 წლიდან, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, კვლავ აგრძელებს მუშაობას ქ. თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში, სადაც დაინიშნა ინდუსტრიული სამშენებლო კონსტრუქციების განყოფილების უფროსად; 1982 წლიდან ინსტიტუტის მთავარ კონსტრუქტორად; 1985-1988წწ. მივლინებული იყო ავღანეთის რესპუბლიკაში ქ. ქაბულის ცენტრალურ სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტში ჯგუფის ხელმძღვანელად; 1988-2004წწ. კვლავ აგრძელებს მუშაობას ქ. თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში მთავარ კონსტრუქტორად; 2005-2009წწ. მუშაობდა კონსტრუქტორ-ექსპერტად შპს "ბურჯი"-ს საპროექტო განყოფილებაში; 2009-2011წწ. ინჟინერ-კონსტრუქტორად შპს "ქართუ მენეჯმენტი"-ს საპროექტო განყოფილებაში; განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი დამსახურება სეისმომედეგი კონსტრუქციების დამუშავებასა და მათი მშენებლობაში დანერგვის საქმეში; მონაწილეობდა ქ. სპიტაკში მიწისძვრით დაზიანებული შენობების რეაბილიტაციის პროექტების ექსპერტიზაში; საჩხერის რაიონში და ქ. თბილისში მიწისძვრით დაზიანებული შენობა-ნაგებობების შემოწმებაში; იკვლევდა და ამუშავებდა სხვადასხვა მიზეზით დაზიანებული შენობა-ნაგებობების აღდგენა-გაძლიერების დოკუმენტაციას, მათ შორის ქ. თბილისში რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული და ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრების; მიღებული ჰქონდა ავღანეთის რესპუბლიკის მედალი და ორი საპატიო სიგელი, საქართველოს მიღწევათა გამოფენის პირველი ხარისხის საპატიო სიგელი, სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია (1982, 1988), 1985 - სსრკ გამომგონებლის სამკერდე ნიშანი (1985) და სხვა; აქტიურად თანამშრომლობდა ქ. მოსკოვის სამშენებლო კონსტრუქციების ცენტრალური ს/კ ინსტიტუტის სამეცნიერო ჟურნალთან "სეისმომედეგი მშენებლობა, ნაგებობათა გაანგარიშება"; ავტორია 22 დანერგილი გამოგონების. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 281-282 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |