The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თემურ ხუდოევი

თემურ ხუდოევი
Other name:თენგიზ ხუდოევი
Date of birth:11 May, 1940  (84 years)
Category:Sports Coach, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ფიზკულტურის ინსტიტუტის პედაგოგიური ფაკულტეტი 1965 წელს. 

1954 წლიდან დადიოდა საზოგადოება "ქარიშხალას" სპორტულ სკოლაში აკრობატიკაზე. 1962-1971 წლებში იყო მწვრთნელი აკრობატიკაში. 1972 წელს მან საქართველოში შემოიტანა სპორტის სახეობა - ბატუტზე ხტომა და გახდა მწვრთნელი სპორტის ამ სახეობაში. 1976 წელს მისმა მოღვაწეობამ შედეგი გამოიღო, მისი ორი მოსწავლე ჩაირიცხა სსრკ ნაკრებში, 1976 წელს რამდენიმე მისი მოსწავლე ვაჟი გახდა სსრკ ჩემპიონი. მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში მან აღზარდა სსრკ 40 სპორტის ოსტატი; მოამზადა სსრკ ახალგაზრდა ჩემპიონები და სსრკ სპარტაკიადის ჩემპიონები. 1986 წელს მისი მოსწავლე რუსუდან ხოფერია გახდა კიევში გამართული სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონი, 1988 წელს კი მსოფლიო ჩემპიონი. 1989 წელს თემურ ხუდოევმა სსრკ დაშლის გამო, ვეღარ მიიღო სსრკ დამსახურებული მწვრთნელის ტიტული. 1997 წელს თემურ ხუდოევი საცხოვრებლად გადავიდა გერმანიაში. 1998 წლიდან გახდა კლუბის "გერნსბახერის" მწვრთნელი ბადენ-ვიურტემბერგში, 2003 წელს მისი გუნდი გადავიდა უმაღლეს ბუნდესლიგაში, გაწვრთნა გერმანიის რამდენიმე ჩემპიონი.

წყარო: საქართველოს ეიზიდთა სასულიერო საბჭო: yezidi.ge

Member of Organizations

  • სსრკ ბატუტზე ხტომის ფედერაცია, წევრი

Awards and Honors

  • 1980 - საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი
  • 1969 - სსრკ ჩემპიონი
  • 1959 - სპორტის ოსტატი აკრობატიკაში
  • საკავშირო ნებაყოფლობითი საზოგადოების "შრომითი რეზერვი", ჩემპიონი (1961-1969)
  • საქართველოს ჩემპიონი აკრობატიკაში (1961-1971)

Share: