The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ბერაძე

დავით ბერაძე
დაბადების თარიღი:31 ოქტომბერი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1954 წელს.

1984-1991წწ. თბილისის ინსტრუმენტალურ ქარხანა, მთავარი მექანიკოსის მოადგილე; 1991-2003წწ. საწარმოო გაერთიანება "საქტრანსგაზი", ავტოგაზის სამმართველოს მთავარი ნჟინერი; 2003 წლიდან საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანია " МЭК" იტერა , "იტერა-ჯორჯიას" გენერალური დირექტორი, 2013 წლიდან ამ კომპანიის "სოკარ-ჯორჯია-გაზ დისტრიბუშენის" კომპანიით ჩანაცვლების შემდეგ - დირექტორის მოადგილე. მისი მოღვაწეობა მჭიდროთაა დაკავშირებული ქვეყნის გაზიფიკაციის სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების წარმატებით შესრულებასთან, რაც სათბობით მომარაგების გარდა ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. მისი უშუალო ხელმძღვანელობით კასპის რაიონში აშენდა და მოწყობილ იქნა გაზსადენის საჭიროებისთვის პოლიეთილენის მილების წარმოება, შედეგად მნუშვნელოვნად შემცირდა გაზსადენის მშენებლობის ღირებულება და რაც მთავარია, თავიდან იქნა აცილებული გაზსადენის სისტემაში კოროზიის წარმოშობა, რითაც გარანტირებული იქნა მისი უსაფრთხო ხანგრძლივი  ექსპლუატაცია.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.38-39


გააზიარე: