შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაურ ბერიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: გურჯაანის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერთბოენერგეტიკოსის კვალიფიკაციით 1965 წელს, ასპირანტურა 1974 წელს. მუშაობდა კრასნოდარში, ჩრთილოეთ-კავკასიის ტრესტ "ცენტრსტროიენერგომონტაჟის" სპეცსამონტაჟო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად; 1968-1996წწ. საქართველოს ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი: უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მის მიერ შესრულებული სამეცნიერო სამუშაოების მიმართულებებია: თბო და ატომური ელექტროსადგურების წყალმომზადება და წყალ-ქიმიური რეჟიმები, თბოენერგეტიკული დანადგარების ლითონთა კოროზია, მარილთა გამოლექვები გეოთერმიულ წყლებში, ორთგენერატორების ქიმიური გარეცხვა და კონსერვაცია, ტურბო და ჰიდროგენერატორების სტატორის გრაგნილის გაციების სისტემის წყალ-ქიმიური რეჟიმი; 1996-2004წწ. მუშაობდა თბილისის თბოელექტროცენტრალში საქვაბე-სატურბინო საამქროს უფროსის მოადგილედ; 2004 წელს "თბილსრესში" მთავარი სპეციალისტია; წლების განმავლობაში მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეორიული და ზოგადი თბოტექნიკის და თბოენერგეტიკული დანადგარების კათედრაზე. გამოქვეყნებული აქვს 30 სამეცნიერო ნაშრომი, მიღებული აქვს 5 საავტორო მოწმობა და პატენტი, რომელთა უმრავლესობა დანერგილია წარმოებაში. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.39
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |