შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ ჩაგელიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭიორა, ონის რაიონი. დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, სპეციალობა სატყეო მეურნეობა, კვალიფიკაცია სატყეო მეურნეობის ინჟინერი 1961 წელს. 1964-1962წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სატყეო ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1965-1964წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, სატყეო ინსტიტუტი, უფროსი ინჟინერი; 1968 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1970-1965 წწ. - სსრ კავშირის სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის თბილისის სატყეო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი; 1976-1970წწ. - სსრ კავშირის სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტი, თბილისის სატყეო ინსტიტუტი, ტყის ჰიდროლოგიური ფუნქციების შემსწავლელი ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1980-1976წწ. - სსრ კავშირის ტყის სახელმწიფო კომიტეტი, თბილისის სატყეო ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-მუშაკი, ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1989-1980წწ. - საქართველოს სატყეო მეურნეობის სამინისტროს ვ. გულისაშვილის სახელობის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის ტყის ეკოლოგიური ფუნქციების ლაბორატორიის გამგე; 1991-2004წწ. - ვ. გულისაშვილის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის ტყის სოციალურ-ეკოლოგიური ფუნქციების შემსწავლელი ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1994-1991წწ. - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე; 1988 წელს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბუნების დაცვისა და ზოგადი მეტყევეობის კათედრის პროფესორი. 1998 წელს - ვ. გულისაშვილის სახელობის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის კონსულტანტი; 1996-1999წწ. - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების გარემოს დაცვის ინსტიტუტის დირექტორი. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ სამეცნიერო-საგრანტო პროექტსა და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში. გამოქვეყნებული აქვს 160-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 3 მონოგრაფია, 11 სახელმძღვანელო და 1 რეკომენდაცია. 10 წლის განმავლობაში ავსტრიის სატყეო ფედერალური ინსტიტუტის მეცნიერებთან ერთად ეწეოდა ერთობლივ კვლევებს მთის ტყეების ეკოლოგიური ფუნქციების შესწავლის მიზნით. იყო ყოფილი სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ტყის საპრობლემო საბჭოს "ეკოლოგიის" სექციის თავმჯდომარის მოადგილე, ვ. გულისაშვილის სახელობის მეტყევეობის ინსტიტუტის ხარისხის მიმნიჭებელი, სპეციალიზებული სამეცნიერო საბჭოს წევრი და სხვა; სატყეო მეურნეობის დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მიღებული აქვს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელი (2016), აკად თ. დავითაიას სახელობის პრემია გარემოს დაცის სფეროში (2016). 2016 წელს მიენიჭა სატყეო საქმის ექსპერტის წოდება. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |