The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგზარ ბერიძე

ნუგზარ ბერიძე
დაბადების თარიღი:16 ივნისი, 1955  (69 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის ელექტროფიკაციის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1977 წელს.

1979-2007წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ელექტროფიკაციის ფაკულტეტზე, ხელმძღვანელობდა საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომებს; 1982-1990წწ. მუშაობდა აგრარული უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ, დირექტორად. წარმოებაში დანერგილი აქვს 14 მანქანა-დანადგარი; 1996 წელს იყო აგრარული უნივერსიტეტის სადისერტაციო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს წევრი; 2006 წელს- საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს საინჟინტო სფეროს რეაბილიტაციის მუდმივმოქმედი კომისიის წევრი; 2006 წლიდან მუშაობს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისისში სხვადასვა თანამდებობებზე: ელექტროტექნიკური დეპარტამენტის ტექნიკური სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის უფროსი, შემდეგ დირექტორი. 1985 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი. 70-დე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის 6 საავტორო მოწმობის მფლობელი

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 40

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების მედალი

გააზიარე: