The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლიანა ბლიაძე

ლიანა ბლიაძე
დაბადების თარიღი:მარტი, 1947  (78 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ახალდაბა, ბორჯომის რაიონი.

დაამთავრა საქართვლოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1971 წელს.

1971-1975წწ. მუშაობდა "საქენერგოპროექტში" ინჟინრად, უფროს ინჟინრად; 1975-1978წწ. "ამიერკავკასიის გაერთიანებულ სადისპეჩერო სამმართველოში" ინჟინრად, უფროს ინჟინრად; 1978-2004წწ. "ენგურჰესში" საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროს ინჟინერად, ახალციხის ელ. ქსელების დისპეჩერად, ქ/ს "ბორჯომი -1"-ის მორიგე ინჟინრად, "საქმთავარენერგოს" ცენტრალური სადისპეჩერო სამსახურის უფროს ინჟინერად, კარგვების სამსახურის უფროს იჟინერად, პერსპექტიული განვითარების და ტექნიკური გადაიარაღების სამსახურის წამყვან ინჟინერად, უფროსის მოადგილედ, დეპარტამენტ "საქენერგოს" ტექნიკური სამმართველოს პერსპექტიული განვითარების განყოფილების უფროსად, შემდგომ პერსპექტიული განვითარების დეპარტამენტის დირექტორად; 2002-2006წწ. იყო სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი, ხოლო 2006-2012წწ. წამყვანი სპეციალისტი; 1994-1996წწ. ამერიკის განვითარების სააგენტოს სამწლიანი პროგრამით სტაჟირება გაიარა ვაშიგტონში, მოსკოვსა და თბილისში. მიღებული აქვს საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის "საპატიო სიგელი", დსთ-ს "საპატიო სიგელი", საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის "საპატიო სიგელი", საქართველოს ელექტრო-ენერგეტიკის დამსახურებული მუშაკი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 45-46


გააზიარე: