Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სულეიმან კაიკაციშვილი![]()
Biographyგულო კაიკაციშვილის თანამედროვისა და თანამოაზრის, საზოგადო და ეროვნული მოღვაწის, ისმაილ კაიკაციშვილის შვილი. მან განათლება საქართველოში მიიღო, იყო სამშობლოს ერთგული მამულიშვილი. 1914 წლის 22 აპრილს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღინიშნა, რომ ქართველ მუსლიმ მოსწავლე სულეიმან ისმაილის ძე კაიკაციშვილს თბილისის გიმნაზიაში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია მიეცა; 1915 წლიდან სულეიმან კაიკაციშვილს სწავლის დაფინანსებაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება მუდმივად ეხმარებოდა. 1929 წელს იგი ქობულეთის ათწლედის გამგედ დაინიშნა. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.484; society.iliauni.edu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |