შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მურად კაიკაციშვილი![]()
ბიოგრაფიასაქართველოს განმანთავისუფლებელი კომიტეტის ქობულეთის განყოფილების მდივანი. მურად კაიკაციშვილი, კომიტეტის სახელით, ქობულეთსა და მის ახლო-მახლო სოფლებში ქართველ მუსლიმებს საქართველოსთან შეერთებისკენ მოუწოდებდა, ხალხი მის სიტყვას ენდობოდა და პატივს სცემდა. საქართველოს ბათუმში შესვლის დღიდან (1920), იგი დაინიშნა ქობულეთის მილიციის უფროსად და ემსახურებოდა ქართველ მუსლიმთა და ქართველ ქრისტიანთა შორის ერთობის განმტკიცებას. აჭარაში თურქების, თურქოფილების და დენიკინელების გარდა, სხვა ძალებიც მუშაობდნენ საქართველოს წინააღმდეგ, ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე ვითარება იყო ქობულეთის მაზრაში. მურად კაიკაციშვილმა შეძლო ამ ძალებისაგან მთლიანად გაეწმინდა ქობულეთის მაზრა. 1923-1924 წლებში მუშაობდა სისხლის აღების სალიკვიდაციო კომისიაში. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.485
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |