შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ცნობილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის საღამოს დასწრებული განყოფილება სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1968 წელს. უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პარალელურად მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს მსხვილპანელოვანი ბინათმშენებლობის №15 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტის სისტემაში კოშკურა ამწის მემანქანედ, შემდეგ სამუშაოთა მწარმოებლად; 1972 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს მექანიზაციის სპეციალიზებული ტრესტის სპეციალიზებულ მექანიზაციის სამმართველოში ბურღვით-ნატენი და დასარტყამი ხიმინჯების უბნის უფროსად, სამმართველოს მთავარ ინჟინრად და შემდეგ სამმართველოს უფროსად; დიდი ღვაწლი მიუძღვის ბურღვით ნატენი ხიმინჯების გამოყენებით, საქართველოში ხელოვნური ფუძე-საძირკვლების მოწყობის მოწინავე და მაღალი ტექნოლოგიური მეთოდის დანერგვის საქმეში და ითვლება, საქართველოს მასშტაბით, ამ მეთოდის მშენებლობაში გამოყენების ერთ-ერთ ფუძემდებლად; მრავალწლიანი ნაყოფიერი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 296
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |