The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თუმანიშვილი-ანდრეევსკაია ბარბარე

თუმანიშვილი-ანდრეევსკაია ბარბარე
ოფიციალური სახელი:ბარბარე თუმანიშვილი
დაბადების თარიღი:1 ნოემბერი, 1819
გარდაცვ. თარიღი:28 დეკემბერი, 1893  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდა, დავითის ეკლესია
კატეგორია:დიდგვაროვანი, ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

გიორგი ერისთავისაგან განახლებული ქართული თეატრის პირველი წარმოდგენების მონაწილე, სცენისმოყვარე ქალი. 1850 წლის 2 იანვარს მან "გაყრაში" შეასრულა კნეინა მაკრინეს როლი, ხოლო 3 მაისს, იმავე წელს, "დავაში" - ნინოს როლი. იგი იყო ასული გიორგი თუმანიშვილისა, მეუღლე გრაფ მიხეილ ვორონცოვის პირადი ექიმისა ერასტი ივანეს ძე ანდრეევსკისა. ანდრეევსკის ოჯახს შეხვდა აკაკი წერეთელი, როცა იგი ოდესის გზით პეტერბურგში გაემგზავრა უმაღლესი სწავლის მისაღებად. აკაკი წერს: "ანდრიევსკი ვარანცოვის სასახლის საკუთარი მკურნალი იყო, შინაური კაცი, და, სადაც უნდა ყოფილიყო ვარანცოვი, ყველგან თან ახლდა. ცოლად ჰყავდა ქართველი ქალი, თავად თუმანიშვილისა" (იხ. "ჩემი თავგადასავალი"). ბარბარე ანდრეევსკაიას გვერდით მარხია მისი ასული ნინო: "Нина Эрастовна Андреевская", род. 14 апреля 1848г. сконч. 22 июля 1876 г." ამ ნინოს სიკვდილთან დაკავშირებულია დიდი სასამართლო პროცესი (ამის შესახებ იხ. "Дело Давида и Николая Чхотуа и др. Тифлисское дело", ვლადიმერ სპასოვიჩის სიტყვა წიგნში "Судебные речи известных русских юристов", Сборник), რის შედეგადაც ოცი წლით კატორღაში იქნა გაგზავნილი დავით ჩქოტუა (დავით ჩხოტუას შესახებ იხ. სიმონ ჯანაშიას შენიშვნები წერილზე "Герои поэмы Руставели и их мировоззрение", ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, 1, 1936 წ.). ბარბარე ანდრეევსკაიას მეორე ასული - ელენე, მეუღლე იყო პოეტისა და დრამატურგის გიორგი შერვაშიძისა (1846-1918). ელენე დასაფლავებულია მოქვის ტაძარში და საფლავზე აწერია: "Елена Эрастовна светлейшая кнагиня Шервашидзе ур. Андреевская". თვით გიორგი შერვაშიძეც იქვეა დასაფლავებული.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.16; Genealogy-Biography-History Georgia Caucasus: nobility.proქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.151

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1908-)

გააზიარე: