Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბიქტორ კალანდარიშვილი![]()
Biography1902 წლიდან ჩაება სენაკის მაზრის სოციალ-დემოკრატიული პარტიის არალეგალურ მუშაობაში. პირველი სოციალ-დემოკრატიული არალეგალური ორგანიზაცია შედგა სოფელ შხეთში, შემდეგ სოფელ თეკლათში. ამ ორგანიზაციებს, ბიქტორ კალანდარიშვილის საშუალებით კავშირი ჰქონდა ქუთაისში იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტთან (დ. ქავთარაძისა და საშა წულუკიძის შემდეგ, ბ. ბიბინეიშვილთან). ბიქტორ კალანდარიშვილს პროკლამაციები მიჰქონდა სამეგრელოში, სენაკის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია ქუთაისიდან მიღებულ პროკლამაციებს დ. ჭელიძის დახმარებით, სენაკის კ. თავართქილაძის ლეგალურ სტამბაში ბეჭდავდა და ავრცელებდა. 1904 წელს, ბიქტორ კალანდარიშვილის აქტიური მონაწილეობით სენაკის სოფლების (შხეთი, ეკი, ძველი სენაკი, ძონძირი, ისულა, წყემი) გლეხობამ გაფიცვა მოაწყო მემამულეთა წინააღმდეგ (ზოგიერთმა მემამულემ გლეხებს დაუთმო, გლეხობა მოითხოვდა მიწის დამუშავების 1/5-ს) გაიმართა დემონსტრაცია წითელი დროშით და მარსელიოზის სიმღერით. პროპაგანდისტ-ორგანიზატორი, სამეგრელოს რევოლუციური მოძრაობის მონაწილე. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.497; prosopography.iliauni.edu.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |