The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ ჭანჭალეიშვილი

თენგიზ ჭანჭალეიშვილი
დაბადების თარიღი:9 მაისი, 1925
გარდაცვ. თარიღი:1995  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1949 წელს.

1949-1956წწ. მუშაობდა ქ. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1956 წლიდან მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტი"-ს VII არქიტექტურული სახელოსნოს მთავარ კონსტრუქტორად; მისი უშუალო მონაწილეობით დამუშავებულ იქნა მრავალი საცხოვრებელი, კულტურულ-საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობის პროექტი; მათ შორის: სასტუმროების "ივერიის" და "აჭარის", სპორტის სასახლის ქ. თბილისში, სავაჭრო-საზოგადოებრივი ცენტრების ლილოში და ნუცუბიძის საცხოვრებელ მიკრორაიონში, სპორტული სკოლის ქ. თბილისის საქარხნო რაიონში, გამარჯვების მემორიალის ქ. ქუთაისში, ქ. თბილისის დიდი დიღმის II და III საცხოვრებელი მიკრორაიონების და სხვა; მრავალწლიანი ნაყოფიერი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის დაჯილდოებულიასაქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის "საპატიო სიგელით"; სსრკ კავშირის მინისტრთა საბჭოს პრემიით სასტუმრო "ივერიის " პროექტისათვის (1982); საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს პრემიით "ხუთწლედის მატიანე" სასტუმრო "აჭარის" პროექტისათვის (1980).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 310-311

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1977 - სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ) (ბრინჯაოს მედალი)
  • მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"

გააზიარე: