შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი კალანდარიშვილი![]()
ბიოგრაფიაეგნატე ნინოშვილთან შეხვედრამდე დიმიტრი კალანდარიშვილი იყო "ნაროდნიკი" (ხალხოსანი"), 1889 წლიდან იგი თანდათან მარქსისტული მსოფლმხედველობისკენ გადაიხარა. 1892 წელს, სოფელ ნიგოითში, ეგნატე ნინოშვილთან ერთად ჩამოაყალიბა არალეგალური წრე მიხეილ ორმოცაძისა და სხვათა მონაწილეობით (სულ 8 კაცი), რომელსაც თვითონ ხელმძღვანელობდა, ამ წრეში დადიოდნენ ფილიპე მახარაძე, სოლომონ ჯიბლაძე და სხვ. დიმიტრი კალანდარიშვილი კითხულობდა არალეგალურ და სხვა პროგრესული შინაარსის წიგნებს, საუბრობდა სოციალისტურ თემებზე. 1893 წელს მან მონაწილეობა მიიღო პირველ მარქსისტულ კონფერენციაზე ზესტაფონში. 1896 წელს, მამასახლისმა და მღვდელმა დიმიტრი კალანდარიშვილი ქუთაისის გუბერნატორთან დაასმინეს ("ნიგოითში არიან ღვთის უარისმყოფელნი და ხელმწიფის მოწინააღმდეგენიო"), რის გამოც იგი სხვებთან ერთად ოზურგეთის მაზრის უფროსის განკარგულებით გადასახლებულ იქნა თბილისში. თბილისში მუშათა რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება, იყო რსდმპ პირველი კომიტეტის (1898-1900) წევრი, წერდა საგაფიცვო ფურცლებს და თანამშრომლობდა გაზეთებშიც. 1901 წელს, როგორც სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის წევრი დააპატიმრეს. პარტიული მუშაკი და მთარგმნელი, ყოფილი ხალხოსანი, "მესამე დასის" და გურიაში პირველი მარქსისიტული წრის ერთ-ერთი დამაარსებელი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.497
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |