The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე ჭიჭაღუა

პეტრე ჭიჭაღუა
დაბადების თარიღი:1 ნოემბერი, 1936  (88 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი მიმოსვლის გზათა ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით 1960 წელს.

1960 წელს მუშაობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "გიპრომეზში" ინჟინერ-დამპროექტებლად, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის პროექტირებასთან დაკავშირებით; 1961 წელს გადაიყვანეს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექციაში კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროს ინჟინრად; 1964 წლიდან მუშაობდა ქ. თბილისის ჰიდროენერგეტიკის ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (შემდეგში საქართველოს ენერგეტიკის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ს/კ ინსტიტუტი), ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კვლევის განყოფილებაში უფროს ინჟინრად, უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, ჯგუფის ხელმძღვანელად, წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად, განყოფილების გამგის მოადგილედ, ლაბორატორიის სექტორის გამგის თანამდებობაზე; 1970 წლიდან იყო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსა და სექციის წევრი; დაამთავრა ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა; 1975 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 2005 წელს მიენიჭა აკადემიური დოქტორის ხარისხი; სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად, შეთავსებით, ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კათედრაზე- 1987 წლიდან ჯერ საათობრივი დატვითვით, 1991 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროსაინჟინრო დეპარტამენტის პედაგოგ-დოცენტის თანამდებობაზე; 2006 წლიდან მუშაობს ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე; მისი სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებია: ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობისა და სიმტკიცეზე მარაგის კოეფიციენტის დადგენა, მათი ოპტიმალური კონსტრუქციის, ფორმის, ზომების განსაზღვრა; მშენებლობის ტექნოლოგიის საკითხების დამუშავება და დანერგვა; მისი მონაწილეობით შედგენილია ნორმატიული დოკუმენტები, რომლებიც დანერგილია ჰიდროტექნიკური მშენებლობის სფეროში, დიდი ეკონომიკური ეფექტით; გამოქვეყნებული აქვს 79 სამეცნიერო-კვლევითი სტატია, თანაავტორი და ხელმძღვანელია 99 სამეცნიერო-ტექნიკური ანგარიშის; შედგენილი აქვს სალექციო კურსები 4 ძირითად საგანში, რომელთა მიხედვითაც ასწავლიან ჰიდროტექნიკური ნაგებობების სპეციალობის სტუდენტებს და მაგისტრანტებს; იყო ქ. თბილისის ყოფილი არქიტექტურისა და მშენებლობის ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო ნაწილში, კითხულობდა ლექციებს "მშენებლობის ტექნოლოგიის, ორგანიზაციისა და მართვის" კათედრაზე; მისი ბიოგრაფიული, სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობის მონაცემები შესულია ენციკლოპედიაში "საქართველოს ენერგეტიკოსები"; მრავალწლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 312-313

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, აკადემიკოსი (2009-)

გააზიარე: