The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მედეა ღამბაშიძე

მედეა ღამბაშიძე
დაბადების თარიღი:1899
გარდაცვ. თარიღი:1975  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

მედეა ღამბაშიძე 1918 წელს ახლადგახსნილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სტუდენტი ქალი იყო.  მან 19 წლის ასაკში პირველმა შეიტანა განცხადება და პირველი სტუდენტური ბარათიც მისცეს, იგი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე სწავლობდა: "ჩავეწერე სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. მახსოვს, მინდოდა ყველა ლექციის მოსმენა, აკაკი შანიძის ლექციით დავიწყე. მისივე რჩევით დავიწყე სომხური ენის სწავლა. 3 გაკვეთილის შემდეგ გადავედი არაბულზე. გ. ახვლედიანთან დავიწყე სანსკრიტის სწავლა. ძალიან მომწონდა ლურსმული წერა. მახსოვს კიდევ შალვა ნუცუბიძის სიცოცხლით სავსე ლექციები ფილოსოფიაზე და დიტო უზნაძის ნაზი, საინტერესო ლექციები ფსიქოლოგიაზე. ვისმენდი აგრეთვე ბატონ ივანე ჯავახიშვილის ლექციებს საქართველოს ისტორიის შესახებ". იგი იყო საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაარსებული პირველი ქართული სატანვარჯიშო სპორტული საზოგადოების "შევარდენის" აქტიური წევრიც, იგი 1919 წელს ინგლისური ენის შესასწავლად ბიძასთან წავიდა ინგლისში. მისი მამა იყო ქართველი ექიმი და საზოგადო მოღვაწე, პარიზის ქართული სათვისტომოს მეორე თავმჯდომარე - ვახტანგ ღამბაშიძე, რომელიც ჰიგიენის კათედრას ხელმძღვანელობდა, საქვეყნოდ ცნობილმა ექიმმა ვახტანგ ღამბაშიძემ დაარსა კურორტი ცემი. ვახტანგის მამას, დავით ღამბაშიძეს, "დიდ დეკანოზად" მოიხსენიებდნენ თანამედროვეები. იგი 27 წლის განმავლობაში ჟურნალ "მწყემსის" გამომცემელ-რედაქტორი იყო. ღამბაშიძეების ოჯახთან მეგობრობდნენ ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი, რომელიც იყო მედეას ნათლია. მედეას დედა ვანდა ჰოპე-ღამბაშიძე სტუდენტებს ინგლისურ ენას ასწავლიდა ივანე ჯავახიშვილის მოწვევით. მედეას მშობლები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს უსასყიდლოდ კითხულობდნენ. თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტში ჩაბარებიდან სამი წლის შემდეგ მოხდა საბჭოთა ოკუპაცია და მისი ოჯახი იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო, მან უნივერსიტეტის დამთავრება ვერ შეძლო. ოჯახი კონსტანტინოპოლში გადასახლდა, სადაც მედეა ღამბაშიძემ და მისმა მშობლებმა წითელ ჯვარში დაიწყეს მუშაობა, ხოლო შემდეგ საბჭოთა რეპრესიებს გაექცნენ საფრანგეთში. ქართველი ემიგრანტი. ცნობილი ქართველი ექიმისა და საზოგადო მოღვაწის, ვახტანგ ღამბაშიძის შვილი.

წყარო: ქალები გასული საუკუნიდან, 1918-1921 : ალბომი / ავტორი სალომე ჭანტურიძე.-თბ.,2021.-გვ.42-43 (ncce.ge)


გააზიარე: