შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ გავაშელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ონის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკა-გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1977 წელს. 1978-1983წწ. მუშაობდა სსრკ-ს 50 წლისთავის საწარმოო გაერთიანების (რადიოქარხანა) საამწყობო საამქროში ჯერ ინჟინრის, ოსტატის, უფროსი ოსტატის, ხოლო შემდეგ საამქროს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე; 1983-1989წწ. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილებაში-უფროსი ინჟინერ-ეკონომისტის, განყოფილების უფროსის თანამდებობებზე; 1989-1999წწ. საქენერგოს ტრესტ "საქსოფლელექტრომონტაჟის" სამონტაჟო გაწყობის სამმართველოს საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1999-2013წწ. ს/ს "ენერგოსერვისის" ტექნიკური დირექტორი; 2013 წლიდან საქართელოს სახელმწიფო ელექტრო სისტემაში ტრანსფორმატორების სარემონტო სამსახურის უფროსი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 62-63
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |