შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ხუციშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაცია 1954 წელს. 1954-1955წწ. მუშაობდა საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს, ჯერ ალაზნის სისტემური სამმართველოს ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსად, ხოლო შემდეგ თელავის სისტემური სამმართველოს ინსტრუქტორად; 1956 წელს დაინიშნა თელავის სისტემური სამმართველოს უფროსად; 1960 წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს წყალთამეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში უფროს ინჟინრად; 1963 წელს არჩეულ იქნა თელავის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1964 წელს დაინიშნა საქართველოს მელიორაციისა და წყალმეურნეობის სამინისტროს მექანიზაციის განყოფილების უფროსად; 1967 წელს გადაყვანილ იქნა ამავე სამინისტროს მექანიზაციის სპეციალიზებული ტრესტის მმართველად; 1972 წელს დაინიშნა საქართველოს მელიორაციისა და წყალთამეურნეობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "ალაზანმშენი"-ს მმართველად; 1976 წელს გადაყვანილ იქნა ამავე სამინისტროს საწარმოო-განმკარგულებელი სამმართველო უფროსად; 1982 წელს დაინიშნა საბჭოთა კავშირის წყალთამეურნეობის სამინისტროს საქართველოს მთავარი საწარმოო-სამშენებლო სამმართველოს "საქმთავარწყალმშენის" უფროსის მოადგილედ, ხოლო აღნიშნული სამმართველოს რეორგანიზაციის შემდეგ, 1988 წლიდან იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული საწარმოო-სამშენებლო გაერთიანება "საქმთავარწყალმშენი"-ს უფროსის მოადგილე; დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს მელიორაციისა და წყალთამეურნეობის სფეროს განვითარების საქმეში; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა საქართველოს კახეთის რეგიონის სასოფლო-სამეურნეო მიწების სარწყავი სისტემების მშენებლობა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 328 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |