შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი გიგიბერია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1950 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგერტიკის ინსტიტუტის ასპირანტურა 1953 წელს. 1960 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტში: 1960-1965წწ. ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი; 1965-1971წწ. ინსტიტუტის ორფაზა სითხეების ჰიდრავლიკის სექტორის ხელმძღვანელი; 1971-1976წწ. ხელმძღვანელობს თბო და ატომური ელსადგურების ჰიდრავლიკური უზრუნველყოფის სექტორს; 1976-1979წწ. მივლინებული იქნა სირიის არაბთა რესპუბლიკაში ქვეყნის წყლის რესურსების დადგენისათვის შექმნილ საკონტრაქტო ჯგუფში; 1980-1988წწ. ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო 1988 წლიდან წამყვანი მეცნიერ თანამშრომელია. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1957). არის 35 გამოქვეყნებული ნაშრომის და 2 გამოკვლევის ავტორი. დაჯილდოებულია მხედრული ორდენითა და მედლებით. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 76; facebook.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |