შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მინა კალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ეწერი, სამტრედიის რაიონი. სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. მუშაობდა თბილისის სტამბაში, სადაც 1902 წლიდან დაუახლოვდა სტამბის რევოლუციურად განწყობილ მუშებს. 1904 წელს დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო დაიჭირეს და დააპატიმრეს, განთავისუფლების შემდეგ მუშაობდა ბათუმში როშტილდის ქარხანაში. მონაწილეობდა მიტინგებსა და მუშათა წრეების მუშაობაში. 1904 წლიდან სამტრედიის რაიონში ხელმძღვანელობდა რევოლუციურ და პარტიულ საქმიანობას. 1905 წელს იყო თბილისში დაარსებული პირველი მარქსისტული ლეგალური გაზეთ "სხივის" მბეჭდავი. 1905 წლის 17 დეკემბერს მინა კალაძე თანამებრძოლებთან ერთად კაზაკებმა მოკლეს. რევოლუციონერი, პროპაგანდისტ-აგიტატორი და ორგანიზატორი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.530
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |