The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიგა ჯიბუტი

გიგა ჯიბუტი
Legal name:გიორგი ჯიბუტი
Date of birth:12 November, 1952  (72 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის გ. თოიძის სახელობის №11 სამხატვრო პროფტექნიკური სასწავლებელი; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ინტერიერის ფაკულტეტი, დეკორატიული ხელოვნების დიზაინისა და არქიტექტურის სპეციალობით და მიენიჭა დიზაინ-არქიტექტორის კვალიფიკაცია 1976 წელს.

1976-2012წწ. მუშაობდა ქ. თბილისის სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტი"-ს V არქიტექტურულ სახელოსნოში ჯერ არქიტექტორის თანამდებობაზე, 1986 წლიდან უფროს არქიტექტორად, 1988 წლიდან კი წამყვან არქიტექტორად; 1995 წლიდან გადაყვანილ იქნა იმავე საპროექტო ინსტიტუტის მობილური არქიტექტურული სტუდიის პროექტის მთავარ არქიტექტორად; 2001 წელს დაინიშნა შპს "თბილქალაქპროექტი"-ს შემოქმედებითი სტუდია № 14-ის ხელმძღვანელად; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით ქ. თბილისის სხვადასხვა რაიონებში აშენებულ იქნა მრავალი საცხოვრებელი სახლი, საშუალო სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობა, ასევე დასასვენებელი და სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსი 500 ადგილზე გულრიფშის რაიონის სოფ. ვარჩეში (1988); ავტორია არაერთი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტის, ასევე ქ. თბილისის "თემქ"-ის დასახლების IV მიკრორაიონში აშენებული, მოციქულ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის. მრავალწლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 339-340


Share: