The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ გოგიჩაძე

ოთარ გოგიჩაძე
დაბადების თარიღი:29 მარტი, 1927  (98 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ტყიბულის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკისის კვალიფიკაციით 1948 წელს.

1948-1951წწ. მონაწილეობდა ქ. სევასტოპოლის ზღვის ჰიდროტექნიკური ნაგებობების აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოებში; 1954 წლიდან მუშაობდა ინსტიტნტუტ  "თბილჰიდროპროექტ"-ში; 1969 წელს დაინიშნა წყალთა მეურნეობის, ენერგეტიკისა და ჰიდრომექანიკის განყოფილების უფროსად. უშუალოდ მონაწილეობდა ხრამჰეს-2-ის, სიონჰესის, დარიალჰესის, ჟინვალის კომპლექსური ჰიდროკვანძის, ნახვანჰესის კასკადის, ენგურჰესის, ხუდონჰესის, ვარციხეჰესების დაგეგმარებაში, წყლით მომარაგების საკითხებში; მდინარეების ცხენისწყლის, ენგურის, ალაზნის, კოდორის, ბზიფის ენერგეტიკული და კომპლექსური გამოყენების სქემების შემუშავებაში. გამოქვეყნებული აქვს 20 სამეცნიერო-ტექნიკური ხასიათის სტატია. 1978 წელს ენგურჰესის  პროექტის განხორციელებაში აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.83-84

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: