The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანა ახალაძე

ნანა ახალაძე
დაბადების თარიღი:15 ნოემბერი, 1946  (78 წლის)
კატეგორია:მთარგმნელი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1967 წელს და ასპირანტურა.

1977-2009 წლებში ლექციებს კითხულობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ხელოვნების ინსტიტუტში. 1993-1997 წლებში იყო ბათუმის აგრარული ტექნოლოგიებისა და ბიზნესის სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ინსტიტუტის ჰუმანიტარული დისციპლინების კათედრის გამგე. სხვადასხვა დროს მუშაობდა სკოლებში მასწავლებლად, სასწავლო ნაწილის გამგედ, აჭარის განათლების სამინისტროს მეთოდისტად. 1993 წელს დააფუძნა პედაგოგიური გაზეთი "სინათლე", 2000-2004 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს გაზეთი "განათლება"- მთავარი რედაქტორი; ხოლო 2007-2013 წლებში - გაზეთ "აჭარა P.S. "- ჟურნალისტი, რუსული ვერსიის რედაქტორი; ტელეკომპანია "ERA" - სტუდიის "ქვაკუთხედის" წამყვანი ჟურნალისტი. ავტორია 12 წიგნისა და 20-მდე სამეცნიერო ნაშრომისა. ფრანგ კლასიკოსთა მისეული თარგმანები და ლიტერატურული წერილები ქვეყნდება ჟურნალებში: "ლიტერატურული პალიტრა", "ჩვენი მწერლობა", "საუნჯე", "ჭოროხი", "მწვანეყვავილობა". გამოცემული აქვს კრებულები: "მოსწავლეთა ესთეტიკური აღზრდა თეატრალური ხელოვნების საშუალებით" (ქ. ერევანი, 1990), გი დე მოპასანი "რჩეული ნოველები" (1997), "ფრანგული ნოველები" (2000),  "არდაკარგვის ამაგი" (ტრილოგია აჭარაში მოღვაწე განათლების სფეროს ღვაწლმოსილ ადამიანებზე, 2012, 2014, 2018, ბათუმი), "ფრანგული ზღაპრები" (ბათუმი, 2016), "ფრანგული ზღაპრები" (2019), "ცოდნის ლაბირინთები" (პედაგოგიური ნაშრომი, I ნაწილი, თანაავტორთან, 2018). მიღებული აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (ორგზის).

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.13; გაზეთი "აჭარა": gazetiajara.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ბათუმის სასწავლო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, წევრი (1993-1997)
  • საქართველოს პედაგოგთა უფლებების დაცვის კავშირის აჭარის რეგიონალური ორგანიზაცია, თავმჯდომარე (1990-)
  • საქართველოს ფაზისის მეცნიერებათა აკადემია, წევრი (2003-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2018 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია (ვერცხლის მედალი)
    პედაგოგიურ დარგში განსაკუთრებული დამსახურებისთვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: