Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თემურ ამყოლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი როდინოული, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1978 წელს. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1978 წელს; იბეჭდება ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. ავტორია რამდენიმე წიგნისა: "დავიწყებული ამბავი" (1990), "ყაჩაღი დვალიშვილები" (1996, გივი ტყეშელაშვილთან ერთად), "ოცი წლის წინათ" (ლექსები, 2007), "ზღვარი" (ესეებისა და კრიტიკული წერილების ერთტომეული, 2008), "დადეშქელიანების ამბავი" (2014), ასევე ქრონიკებისა – "მიტროპოლიტ ნაზარის უკანასკნელი დღეები", "მამია გურიელის გახსენება", "იზიუმსკები", "წმინდა გიორგის ეკლესიის მცირე ნეკროპოლი" და სხვა; 1981 წლიდან მუშაობს ჟურნალ "განთიადის" რედაქციაში, არის რედაქტორის მოადგილე, ქუთაისში გამოსული არაერთი ლიტერატურული გაზეთისა და მრავალი წიგნის რედაქტორი, იკვლევს ქართული ლიტერატურის ისტორიის საკითხებს; მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ცხოვრობს ქუთაისში. არის ჟურნალ "განთიადის" მთავარი რედაქტორის მოადგილე. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.19; არმური: armuri.georgianforum.com Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |