შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ გოჩიტაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამთო ინჟინერ-ელექტრომექნიკოსის სპეციალობით 1969 წელს. 1969 წლიდან სხვადასხვა დროს მუშაობდა: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო ინსტიტუტში, სექტორის ხელმძღვანელი; საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროფესორი; საქართველოს პარლამენტში, ექსპერტ-კონსულტანტი; შპს "ჯეოინჟინირინგში", დირექტორი; ენერგოეფექტურობის ცენტრში, სამეცნიერო კოორდინატორი; სს "თბილგაზში", სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციაში, ექსპერტ-კონსულტანტი; საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციაში, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში, დირექტორი ტექნიკურ საკითხებში, მრჩეველი, დირექტორი კომერციულ საკითხებში, სტრატეგიული განვითარებისა და პროექტების დეპარტამენტის უფროსი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. მონაწილეობდა TACS - ისა და OPET-ის, აშშ USAID-ის, UNDP-ის, მსოფლიო ბანკის და სხვა საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში მიმდინარე ენერგეტიკულ პროექტებში. იყო ევროგაერთიანების თანამედროვე ენერგეტიკული ტექნოლოგიების პროგრამების კოორდინატორი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. ხელმძღვანელობდა მილსადენის ტრანსპორტირებასა და სედიმენტაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სამეცნიერო საბჭოს. კითხულობდა ლექციების კურსს საქართველოსა და საზღვარგარეთის რამდენიმე უმაღლესს სასწავლებელში. 2000 წელს მიწვეული იყო ჰიუსტონის (აშშ) უნივერსიტეტში, სადაც სატრანზიტო ნავთობ და გაზსადენების პოლიტიკის დარგში შესრულებული სამეცნიერო კვლევის შედეგები შემდგომში საფუძვლად დაედო NATO-ს დაფინანსებით ნიდერლანდებში ინგლისურ ენაზე გამოცემულ წიგნს "ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოება სატრანზიტო ქვეყნების გავლით". USAID-ის ენერგეტიკული პროგრამების ფარგლებში მომზადდა ნაშრომი "ბუნრბრივი გაზის სექტორის სტრატეგია საქართველოსთვის (ეკონომიკური და გეოპოლიტიკური საკითხები)". არის 40-ზე მეტი გამოგონების და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში გამოქვეყნებული 200-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.89-90 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |