შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანა კაპანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ქართველ ქალთა თბილისის ჭრა-კერვის სკოლა 1905 წელს (დააარსა ეკატერინე გაბაშვილმა) და ქალაქ ტვერის სამრეწველო კურსები 1913 წელს. 1908 წელს, ქ. თბილისში "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წიგნთსაცავ-სამკითხველოში მუშაობის დროს, გამოსცა ალმანახი "მოწაფე" (ორი ნომერი), რომლებშიც უმთავრესად დამწყები მწერლების ნაწერებს ბეჭდავდა. 1909 წელს თბილისის უსინათლოთა სკოლაში ასწავლიდა ქართულ ენას. 1907 წელს, საკუთარი ინიციატივითა და ხარჯებით ავლაბარში გახსნა ქართული წიგნთსაცავ-სამკითხველო. 1903 წელს თბილისში გახსნა ჭრა-კერვის სკოლა. 1915 წელს საგარეჯოში დააფუძნა საფეიქრო სკოლა, აქვე დააარსა საფეიქრო ქარხანა. მუშაობდა ქალაქ ყუბაში (აზერბაიჯანი), სადაც ასწავლიდა ხალიჩების ქსოვას, სამღებრო საქმეს და ფეიქრობას. შემდეგ გიორგი ყაზბეგმა სამუშაოდ გადაიყვანა სტეფანწმინდაში. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.545
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |