The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ყაზარ კარაპეტიანი

სხვა სახელი:ლაზარე კარაპეტიანი
ყასარ კარაპეტიანი
ყ.კ.
დაბადების თარიღი:25 დეკემბერი, 1872  (152 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მთარგმნელი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სომხური სამრევლო სკოლა.

მუშაობდა ცნობილი მწიგნობარ-მოვაჭრის, ზაქარია გრიქუროვის წიგნთ-სავაჭროში, სადაც შეისწავლა ქართული და რუსული ენები და შეუდგა მთარგმნელობით საქმიანობას. ქართულიდან სომხურად თარგმნა ეგნატე ნინოშვილის "განკარგულება" (გამოსცა სარგის იაგორიანმა ავტორის მოკლე ბიოგრაფიით და სურათით, 1903 წელს), სომხურიდან ქართულად თარგმნა ავ. აჰრონიანის "მთებში" (გამოსცა იოსებ იმედაშვილმა 1904 წელს). 1910 წელს, ქართული დრამატული საზოგადოებისათვის სომხურიდან თარგმნა პიესები: შირვანზადეს "ნამუსისათვის" და "ევგინე", ფავაზიანის "კლდე", რომელიც წარმოდგენილ იქნა ქართულ სახლში, ხოლო ქართულიდან თარგმნა ტრ. რამიშვილის "ექიმი აშირბაჯიანი" (დაიდგა სახალხო სახლში 1912 წლის 1 მაისს). თარგმნილ ლიტერატურას ხშირად თავისი ხარჯით გამოსცემდა, მთარგმნელობითი მოღვაწეობის გარდა პრესაში აქვეყნებდა წერილებს მწერლობისა და ხელოვნების შესახებ.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.552

ბიბლიოგრაფია

  • ლურჯი პერანგი და დარაჯი : მოთხრობები (მთარგმნელი). - თფილისი, შუამავალის გამოცემა N4, 1907 (სტ. "ნადეჟდა"), 1907. - 16გვ.
  • დაკარგული სიმართლე : ჩინური ლეგენდა (მთარგმნელი). - თფილისი, შუამავალი-ს გამოცემა N2, (ლამპარი), 1906. - 8გვ.
  • მთებში : სურათი (მთარგმნელი). - თბილისი, იოსებ იმედაშვილის გამოცემა N26,(თავ. გრ. ნ. დიასამიძის სტ.), 1904. - 16გვ.

გააზიარე: