შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბარამ ბარათაშვილი![]()
ბიოგრაფიაბარათაშვილი ბარამ ფარემუზის (გერმანოზის?!) ძე, ზოგჯერ გერმანოზიშვილადაც მოიხსენიება. იყო ფარნაოზ ბატონიშვილის თანშეზრდილი, 1801 წელს გადაჰყვა მას და იულონს იმერეთში; 1805 წლის 11 იანვარს დააპატიმრეს ციციანოვის განკარგულებით; 1806 წლის 4 აგვისტოს ისევ ციხეში იმყოფებოდა; 1813 წელს ახლდა ალექსანდრე ბატონიშვილს სპარსეთში. 1814 წელს კი მასვე შატილში გაჰყვა. მის ლექსს "შენდა შეყრამდის ვით გასძლებს გული" ქართველი მომღერლები ახლაც ასრულებენ სხვა სუფრის სიმღერებთან ერთად; არის ავტორი ლექსებისა: "ჰოი ვარდო, მოდი ნუ ინაზები", "აფროდიტო ამობრწყინდი", "ნუ მწვამ, მიჯნურო", "ჰსცუალებენ ტაროსნი ჟამთა და დართა", "ეჰა, მთიები მთენია". წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 45
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |