შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნომადი ბართაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლეხაინდრაო, მარტვილის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი ირანული ფილოლოგიის განხრით 1966 წელს. 1966-2019 წწ. როგორც ირანისტი მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირანისტიკის კათედრაზე, სადაც გაიარა თანამდებობები (ლაბორანტი, ასისტენტი, დოცენტი, ასოცირებული პროფესორი) კათედრის გამგეობამდე (2014-2019 წწ.); სხვადასხვა დროს მუშაობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში ირანული ფილოლოგიის კათედრის გამგედ; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1995 წლიდან ჯერ სპარსული ენის ლექტორად, მერე ირანული ფილოლოგიის კათედრის გამგედ; ამჟამად, როგორც პროფესორი, აგრძელებს მუშაობას აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლური ფილოლოგიის დეპარტამენტისა და ირანისტიკის განყოფილების ხელმძღვანელად; 1970-1971 წლებში, ერთი წლით, სსრკ განათლების სამინისტროს მიერ მივლინებული იყო ისპაჰანის სამშენებლო ცენტრში სპარსული ენის თარჯიმნად; სპარსულ ენასა და ლიტერტურაში, სხვადასხვა ვადით, კვალიფიკაცია ამაღლებული აქვს ირანის ისლამური რესპუბლიკის – ისპაჰანის (1976), ურმიის (1997), თეირანის თარბიათე მოდარესის (დოქტორანტთა) და გილანის (2001) უნივერსიტეტებში. 1991 წელს იყო საქართველოს მწერალთა კავშირის ალმანახ "ენგურის" მთავარი რედაქტორი; 2011 წლიდან არის ირანის ისლამური რესპუბლიკის კულტურის განყოფილების ქართულ-სპარსულენოვან პოპულარულ ჟურნალ "კალამის" მთავარი რედაქტორი. მიღებული აქვს ირანის ისლამური რესპუბლიკის კულტურული და ისლამური კავშირების ორგანიზაციის საპატიო სიგელი (2001), ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს საპატიო სიგელი (2006), თანამედროვე ირანელი პოეტის შაჰრიარის კულტურის საერთაშორისო მედალი (2016). არის ასამდე სამეცნიერო ნაშრომისა და მრავალი პოპულარული წერილის ავტორი. ირანისტი. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 49-50 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |