The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იონა გულედანი

დაბადების თარიღი:1914
გარდაცვ. თარიღი:2008  (94 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, პედაგოგი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლენჯერი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა კავშირგაბმულობის ელექტოინჟინერიის სამხედრო ტექნიკუმი 1938 წელს; პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1951 წელს.

დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე გაიწვიეს საბჭოთა არმიაში და იბრძოდა სევასტოპოლში. იგი აქტიურად იყენებდა თავის სპეციალობას და ცეცხლის ხაზზე ელვის სისწრაფით აღადგენდა დაზიანებულ კავშირგაბმულობის ხაზებს, რითაც დიდად უწყობდა ხელს საბრძოლო მოქმედებების ეფექტურ წარმოებას. წინა ხაზზე ბრძოლების წარმოების პროცესში იგი ორჯერ მძიმედ დაიჭრა და დაბრმავდა, მაგრამ მალე აღიდგინა ჯანმრთელობა და კვლავ ჩაება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლებში. 1947 წელს დემობილიზებული იქნა საბჭოთა არმიიდან და ჩააბარა ინსტიტუტში. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იგი დაბრუნდა სვანეთში. 1954 წელს დაინიშნა ხაიშის საშუალო სკოლის დირექტორად, სადაც მისი ინიციატივით აშენდა ახალი ორსართულიანი საშუალო სკოლა. გაიხსნა საღამოს საშუალო სკოლა და რუსული ენის 8 წლიანი სკოლა. აგრეთვე სკოლა ინტერნატი. ომიდან დაბრუნების შემდეგ პედაგოგად 45 წელი იმსახურა. გერმანული არმიის წინააღმდეგ მამაცური ბრძოლისთვის სამჯერ დაიმსახურა უმაღლესი მთავარსარდლის ი. ბ. სტალინის მადლობა (1944). დიდი სამამულო ომის აქტიური მონაწილე, უფროსი ლეიტენანტი.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.143

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1944 - უმაღლესი მთავარსარდლის ი.ბ. სტალინის მადლობა , სამჯერ დაიმსახურა
    გერმანელი არმიის წინააღმდეგ მამაცური ბრძოლისათვის
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

გააზიარე: